Форум » 4-5 წლიანი ჯგუფი » ციცო მასწავლებლის მეცად& » Ответить

ციცო მასწავლებლის მეცად&

Admin: ჩვენი ციცო მასწავლებელი, თავად უაღრესად სათუთი სულისა და ლამაზი ხედვის პატრონია.იგი საკუთარი აღსაზრდელების ესთეტიკური გრძნობების გაღვივებაზე სისტემატიურად ზრუნავს, ასწავლის ბავშვებს აღიქვან, დააფასონ და გაითავისონ ის სილამაზე, რომლითაც დედა ბუნება გვაჯილდოვებს, დაინახონ გაზაფხულის მრავალფეროვნება, მოჭარბებული ლურჯი და ოქროსფრი. დააკვირდნენ სითბოს მონატრებული ბუნების ნელი გამოღვიძების პროცესს... შეიგრძნონ გაზაფხულის მახარობელი ყვავილების სურნელი, ფერადოვნება და სინაზე.....ასწავლის, რომ დედა ბუნებას გაფრთხილება და მოფერება სჭირდება...

Ответов - 4

Admin: ღია მეცადინეობა

Admin: ზეიმი ციცო მასწავლებლის ჯგუფში

Admin: ციცო მასწავლებელს თავისი მხატვრული ხედვა, დიდი გემოვნება და მონდომება ჩაუქსოვია "შემოდგომის დილისათვის "განკუთვნილი კუთხის მოწყობაში და მართლაც ულამაზესია..ხალხური მოტივებით მშობლიური ქვეყნის სიყვარულს უღვივებს აღსაზრდელებს,გაოცებულები ათვალიერებენ პატარები გიდელს, ურემს, გოდორს,ორშიმოს,ჭინჭილასა თუ შემოდგომით გამოსაყენებელ სხვა ტრადიციულ ნივთებს და ინტერერესით უსმენენ ციცო მასწავლებლის მონათხრობს მათი გამოყენების ხერხებზე. აჩვენებს და ეხმარება პატარებმა აღიქვან და გაითავისონ შემოდგომის მრავალფეროვნება, სურნელი და ბარაქა.... გილოცავთ ციცო მასწავლებელო თქვენ და თქვენს აღსაზრდელებს , მათ მშობლებს, ნაირფერი, ბედნიერი, ბარაქიანი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის საქართველოს შემოდგომა ყოველთვის:))))


Admin: ციცო მასწავლებელი თავის აღსაზრდელებს ყოველთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და საინტერესო თემებით ანებივრებს.... მისი მეცადინეობები ნამდვილი ზეიმია... ეს "რთველი 2012"-ია :)))



полная версия страницы