Форум » 3-4 წლიანი ჯგუფი » წერილი მშობლებს » Ответить

წერილი მშობლებს

maia: როგორც იცით თკვენი შვილის ჯგუფში დანერგილი გვაქვს თემატური სწავლების მეთოდი რომელიც ეყრდნობა ბავშვების ინტერესს ა მა თუ იმ თემისადმი თემა ,რომლის შესწავლასაც ვიწყებთ,არის ქართული პური.თუკი თკვენ გაქვთ გამოცდილება ამ სფეროში ან ინტერესი აგნიშნული თემისადმი,გთხოვთ,მიიგოთ მონაწილეობა.ჩვენ სიამოვნებით ჩაგრთავთ ამ პროცესში იმ სახით,რომელსაც შემოგვთავაზებთ გთხოვ თ დამიკავშირდეთ პატივისცემით მაია რაც შეეხება ამ კვირის დავალებას სთიქერები დაიმსახურეს- სეთური გიორგიმ, დათამ,ბაჩომ ლევანიკომ და მარიამმა, ანა კვეტენაძემ, კატომ, ირაკლიმ, ლიზი ზაუტაშვილმა,ნინიკომ და ტატამ მადლობა მათ და მათ მშობლებს ბეჯითობისათვის

Ответов - 72 новых, стр: 1 2 3 4 5 All

tatia: მაია მასწავლებელო! დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენი შვილების განვითარებასა და განათლებაზე. ძალიან გვიყვარხართ!

maia: 2011-2012 სასწავლო წელი 3-4- წლიანი ჯგუფი..... 2011-2012 სასწავლო წელი 3-4- წლიანი ჯგუფი..... მოგესალმებით!- გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ გქონდეთ- მშვიდობიანი ზეცა, თქვენი და თქვენი შვილების კარგად ყოფნა! ფორუმზე ყოველ კვირას გაგაცნობთ ჩვენს მთელი კვირის სამუშაო გეგმას, ეს დაგეხმარებათ საქმის კურსში იყოთ იმ თემებისა და ლექსების შესახება, რომლებსაც თქვენ პატარები მთელი კვირის მანძილზე შეისწავლიან! გასულ კვირას ჩვენ ვისაუბრეთ- ბაღის შესახებ . გავეცანით რა არის საბავშვო ბაღი, რას ვაკეთებთ იქ. შევადგინეთ ჯგუფის წესები , რომლებიც ასე ჟღერს: 1. გვიყვარდეს ერთმანეთი ე.ი. არ ვიჩხუბოთ .... 2. მოვუსმინოთ ერთმანეთს ... 3. ვიყოთ თავაზიანები - ვისწავლოთ თქვენობით ლაპარაკი და საუბრისას გამოვიყენოთ ჯადოსნური სიტყვები-შეიძლება ავიღო? მათხოვებ? გმადლობთ,ბოდიში... 4. გავუფრთხილდეთ სათამაშოებსა და წიგნებს ამ წესების გამეორება მოხდება ყოველ დილით "დილის შეკრებებზე"-საჭიროების შემთხვევაში მათ ახალი პუნქტები დაემატება... ამ წესების დაცვა სასურველია ხდებოდეს როგორც საბავშვო ბაღში ასევე, სახლში და-ძმებთან თუ მეგობრებთან თამაშის დროს! ეს დაეხმარება თქვენს პატარას მიეჩვიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გარკვეულ წესებს და ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძინოს სკოლისათვის საჭირო უნარ- ჩვევბი! ეს კი ჩვენი პირველი ლექსია ბაღში უკვე დავდივარ დილით ვდგები ყოჩაღად ბაღში უკვე მივედი გავიზრდები ჭკვიანი გქონდეთ ჩემი იმედი... მასწავლიან ბევრ რამეს თანაც თამაშ- თამაშით, ჯერ ათამდეც ვერ ვითვლი გამოვტყდები ამაში. მეგობრებიც მაკლია ცოტა კი მყავს ეზოში ბაღში უფრო ვიშოვი ვიდრე სამეზობლოში! თ .ბექიშვილი

maia: მიმდინარე კვირის თემაა -"მე და ჩემი სხეულის ნაწილები" . თემის ლექსიკა-თავი, ,შუბლი, წარბი, წამწამები, თვალი, ცხვირი, პირი ,ენა, კბილები, თითი, ხელი, ფრჩხილი, ტანი, ზურგი, მუცელი ,ფეხი .... რა გაქვთ ერთი ? ორი? ბევრი? ვთამაშობთ სხვადასხვა დიდარქტიკულ თამაშებს ახალი ლექსი : მხატვარი ბურთი ბურთზე დავასკუპე დაიწერა რვიანი, თვალებიც რომ მივუხატე გახდა ადამიანი! ყურებს, ცხვირ- პირს კარგად ვხატავ გეგონებათ ნამდვილი, ეს მხატვრობა გენაცვალე ყოფილა სულ ადვილი!!! :)


maia: ძვირფასო მშობლებო! ჩვენს პატარებს ძალიან უჭირთ ფანქრის ხელში დაჭერა- გთხოვთ სახლში მისცეთ ფანქრები ყოველ დღე და აფერადონ ფურცელი. სთხოვეთ შეავსონ დავალება მოუწონეთ, მერე თანდათან რაღაც ფიგურა გააფერადონ- არ გადაცდნენ ხაზს ასე განვავითარებთ თითების მოტორიკას ამას ბაღში ყოველ დღე ვაკეთებთ. პირველი დავალების შესრულებისათვის მადლობას მოგახსენებთ -ასე თუ ვიმუშავეთ ჩვენი შვილები კარგი მომზადებულები წავლენ სკოლაში ზოგმა ბავშვმა არ იცის მშობლების სახელი- ასწავლეთ საკუთარი სახელი, გვარი, ასაკი -ოჯახის წევრების სახელები :) ყოველ დილით სახლიდან გამოსვლისას სთხოვეთ დააკვირდნენ-როგორი ამინდია?

eleniko-maka: maia mascavlebelo didi madloba kuradgebisatvis. chemi eleniko tkvenit agfrtovanebulia da didi avtoritetit sargeblobt. amas mec vikeneb da tkveni daxmarebit bevr rames asrulebs, imisatvis rom maia mascavlebels ar ackeninos :))

maia: მიმდინარე კვირის თემა არის-" შემოდგომა" თემის ლექსიკა:ფოთოლცვენა; ყურძენი; ვაზი;ვენახი;რთველი;დამწიფება;მოკრეფა; თათარა... საუბარი შემოდგომობით როგორი ამინდია გარეთ.დაკვირვება როგორ იცვლება ბუნება; თანდათან როგორ იცვლიან ფოთლები ფერს; სად მიფრინავენ ფრინველები; როგორ ვიცმევთ ..... ლექსი------ ქრის, ქრის, ქრის, ქარი სექტემბრის, შემოდგომის ყვითელ ფოთლებს მოაქანებს ძირს. ფერად- ფერად ფოთლებს ქარი ფანტავს ცაში, ღმერთო ჩემს ქვეყანას ბარაქა და ხვავი!

maia: ავდარი და დარი ბარაქა და ხვავი გავიხაროთ ყველამ შემოდგომა არის!!! გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, აი ესეც ოთხი დრო წელიწადი მზად არის!!! მოასმენინეთ: :))))))

maia: მიმდინარე კვირის თემა არის -ფერები ჩვენს გარშეო .- ყველა ფერს ვუთმობთ 1 დღეს . ვაკეთებთ სხვადასხვა კოლაჟებს , ამავე დროს დილის შეხვედრებში საუბარი გვექნება რას ვაკეთებთ დილით . ვინც დილით ვარჯიშობს ის არის ყოჩაღი . გვაქვს სურათის აღწერა და მასზე პატარა მოთხრობის შედგენა . ჰკითხეთ ბავშვებს რა სურათი ნახეს ყოჩაღ ქეთიზე და ზარმაც ნიკაზე. სახელები თვითონ შეარჩიეს . :) რა ფერის არის ყაყაჩო ყანა? . ვისწავლეთ ლექსი "ყაყაჩოსა სიწითლითა" ..... ვისაუბრეთ ზამთრისათვის სამზადისზე... მეორე ლექსი მოაგროვა ციყუნამ წაბლი, თხილი, კაკალი არხეინად იქნება ეხლა მთელ ზამთარი .... აქ ვუხსნით, რომ შემოდგოაზე ხალხი აგროვებენ მოსავალს იმისთვის, რომ ზამთარი მშვიდად გაატარონ! ჯერჯერობით ეს არის, აქვე მინდა მადლობა გადვუხადო იმ მშობლებს ვინც შემომეხმიანა ფორუმზე . მიხარია რომ ერთად მუშაობთ და გვეხმარებით ჩვენი ბეღურების დაფრთიანებაში . ჩემი მიზანია ბავშვებში გავზარდო ცნობის მოყვარეობა თავდაპირველად, რომელიც შემდეგ გადაიზრდება ცოდნის მოყვარეობაში

123: did madlobas gixdit kalbatono maia :)))) dzalian bevri leksi iscavla da kmakopili gvikveba saxlshi:))

maia: 123 пишет: did madlobas gixdit kalbatono maia :)))) dzalian bevri leksi iscavla da kmakopili gvikveba saxlshi:))

teko: dzalian momcons tqveni metodi:) madloba maia mascavlebelo..pativiscemit ninias deda:)

natia:

keto: arachveulebrivi scavlis metodi gakvt, dzalian dagvaintereset da gagvaxaliset!!! nikolozis deda

maia: მადლობა ყველას, ვინც თვალ- ყურს მადევნებს!!!! მიმდინარე კვირის თემა არის-" ფერმა და ფერმის ცხოველები" . ვინ არის ფერმერი, რომელი ცხოველები არიან ფერმაში.... ანუ, ვსწავლობთ შინაურ ცხოველებს- რა სარგებლობა მოაქვთ მათ ადამიანისათვის. რა ჰქვიათ მათ შვილებს, როგორ ხმას გამოსცემენ ... გასულ კვირას დავალების შესრულებისათვის "სთიკერები" დაიმსახურეს ნიკოლოზ მექვაბრიშვილმა და დაჩი ჯაფარიძემ!!!!

maia: მომდევნო კვირის თემა არის ფორმები . . აქ ვსწავლობთ საკუთხედს, ოთხკუთხედს, წრეს ... ვსწავლობთ მათ დახატვას სხვადასხვა კონსტრუქციების შედგენას ,ავაგებთ სახლს ... გავეცნობით ლექსს სახურავი 1234 შეერთდა დამოიხაზა სამკუთხედის ხაზვა ვიცი სიხარულით ყვირის ზაზა; 1234 4კუთხე ფორთხვით მორბის ზაზა ყვირის- მოდი დედი მივუხაზე ოთხკუთხედი, მერე მრგვალად და თანაბრად შემოხაზა დიდი წრე დაინახა უცაბედად წრე ზეცისკენ მიიწევს აბრიალდა ცაზე მზე და გაანათა ფურცელი სამკუთხედი ააბობღდა ოთხკუთხედს და უცქერის მიახატა ზაზამ სწრაფად ფანჯრები და ფარდები უხარია სამკუთხედს სახურავი გავხდები ამ ლექსის წაკითხვისას თან დავუხატოთ ფურცელზე ის ფორმები



полная версия страницы