Форум » 3-4 წლიანი ჯგუფი » ძვირფასო მშობლებო » Ответить

ძვირფასო მშობლებო

maia: გილოცავთ ჩვენს ფორუმში ჩართვას . დღეიდან საშუალება გვაქვს ყოველ დღე დავუკავშირდეთ ერთმანეთს . უკვე მესამე წელია ერთად ვართ, პატარა ბეღურები დაგვიფრთიანდნენ და რამოდენიმე თვეში სკოლაში გაგვიფრინდებიან. თქვენი დახმარებით უამრავი რამ შევისწავლეთ . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ მშობლებს, რომლებსაც არ ეზარებოდათ და ჩემს მიერ მოცემულ ყველა დავალებას ასრულებინებდნენ თავის პაწიას ,მისი შვილის ყველა ნამუშევარს აღფრთოვანებით უყურებდნენ და არა ისე ზოგიერთი ბავშვი რომ გულდაწყვეტილი მეუბნებოდა- არავის ეცალა ჩემთვის რომ შემესრულებინა დავალებაო ან კიდევ საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება ჩემს ნამუშევარზეო. ამჟამად ჩვენი მეცადინეობის თემა არის --გაზაფხული, დაკვირვება ბუნებაზე, ამინდზე; რა ხდება გაზაფხულზე როგორია გაზაფხული .ასევე ნასწავლი ბგერებიდან ვადგენთ მარცვლებს და მასზე ვიგონებთ სიტყვებს ეს მარცვლები თქვენ გამოუჭერით მიეცით ბავშვს და ის თამაშ- თამაშით ააწყობს სიტყვებს მათემატიკაში 10 რაოდენობითი და რიგობითი თვლა, უკუ თვლა ასევე ვიგონებთ ამოცანებს, კითხვას ბავშვი სვამს და შემდეგ პასუხობს. დროებით გემშვიდობებით! შემოდგომის ზეიმი

Ответов - 34, стр: 1 2 3 All

Admin: საჩვენებელი მეცადინეობა ინგლისურ ენაში

Admin: ძალიან საინტერესო და ლამაზი პოეზიის საღამო გვაჩუქა მაია მასწავლებლის ჯგუფმა... ჩანდა როგორც მასწავლებლის დიდი შრომა, ასევე მისი აღსაზრდელების გონიერება და მონდომება დიდი მადლობა მათ ამისთვის !!! ძალიან მიყვარხართ ჩემო ჭკვიანო ბავშვებო !!!

Admin: საჩვენებელ მეცადინეობაზე,პატარა ჩიორელმა, მაია მასწავლებლის დიდი შრომა დააფასეს და როგორც მოსალოდნელი იყო დიდი ცოდნა , გონიერება და სკოლისათვის მზაობა გამოავლინეს .... გზას დაგილოცავთ ჩემო საყვარლებო, ჩემო ჟღურტულა ჩიორებო... სიკეთის სიხარულის და ბედნიერების გზებზე გევლოთ!!!! დიპლომების გადაცემა :)


Admin: თბილი, საყვარელი, შვილიშვილებზე მზრუნველი- ნამდვილი იმერელი ბებიის სახე შექმნა მაია მასწავლებელმა, ლია ასლანიკაშვილის ზეიმისათვის :)))

Admin: ზეიმია... კიდევ ერთი ჯგუფი დაფრთიანდა ჩიორაში და ცხოვრების დიდ გზებზე გაფრინდა.... იცით როგორი ძნელია შეჩვეულ ბავშვებთან დამშვიდობება?! თითოეულ მათგანს ჩვენი სულის და გულის ნაწილი მიაქვს... მათი უმეტესობა ჩვენს ბაღში 2 წლის ასაკში მოვიდა, ჩვენს თვალწინ, აღმზრდელებისა და ძიძების ფრთებს შეფარებულნი, მათი დიდი ამაგით და მზრუნველობით გამთბარნი , დაიზარდნენ, დაჭკვიანდნენ, დაფრთიანდნენ... შეიძინეს ის ცოდნა, უნარ- ჩვევები რაც მათი ასაკისათვისაა საჭირო... მადლობა აღმზრდელებს, ძიძებს, ასეთი კარგი თაობის აღზრდისთვის.... მადლობა ყველას- ვინც მათ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის დაწყებაში მონაწილეობდა! უდაოდ, კარგი საძირკველი მყარი შენობის არსებობის დიდი გარანტიაა, თქვენს შვილებს წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბების მყარი საძირკველი აქვთ.... ბედნიერ, მხიარულ, წარმატებულ და უღრუბლო ცხოვრებას გისურვებთ ჩვენო "ჩიორებო"....

Admin: ლია" ვასასი ":))))))) ლია ბებია :)))

maia: და აი დავამთავრეთ ბაღი ჩემი ბეღურები 2 თვის დასვენების შემდეგ სკოლის მერხებს მიუსხდებიან. ჩემო კარგებო, გისურვებთ უღრუბლო ზეცას, ჯანმრთელობას, 10ანებზე სწავლას, წარმატებებს, ღვთის წყალობას და ყოველივე კარგს! დიდი მადლობა ყველა მშობელს ვინც გვერდში მედგა. მადლობა ჩვენს დირექციას , ადმინისტრაციას, მუსიკის მასწავლებელს, დეკორატორს და განსაკუთრებით ქალბატონ ქეთი ლომიძეს ასეთი საინტერესო ფორუმის აწყობისათვის მიყვარხართ ყველა!

lela:

tamta: ძალიან დიდი მადლობა "ჩიორას" ადმინისტრაციას და ყველა მომუშავე პერსონალს ასეთი სასიამოვნო გარემოსთვის. ძალიან კმაყოფილი ვტოვებთ ბაღს და მიმყავს უფროსი ბიჭი სკოლაში. ბაგაში კი უმცროსი შემომყავს

Admin: წარმატებებს ვუსურვებთ თქვენს უფროს ვაჟკაცს და მოუთმენლად ველით უმცროსის გაცნობას ..... მადლობა თბილი სიტყვებისათვის... გვიყვარხართ :)))

Admin: მოვიდა ახლი სასწავლო წელი... მაია მასწავლებელმა პატარების ჯგუფი ჩაიბარა... სულ რაღაც ერთი თვე გავიდა და ჯერ კიდევ ეძნელებათ პატარებს დედიკოებთან განშორება-მაგრამ უკვე იციან, რომ ჯგუფში მოსიყვარულე მასწავლებელი, მეგობრები და მრავალი ახალი და საინტერესო აღმოჩენები ელოდებათ.... იმედით კოცნიან დედიკოებს ლოყებზე, ფუნჩულა ხელებს უთათუნებენ და მაინც თვალცრემლიანები ეუბნებიან- მალე მოდი დედიკო! და ჯგუფისაკენ გარბიან..... ასეთი საინტერესო დღე ჰქონდათ დღესაც....."შემოდგომის დილა!"-მხიარული, ემოციებით დატვირძთული და ბედნიერი.... ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის საქართველოს ყველა შემოდგომა ჩემო პატარა ჩიოერლებო, მოგილოცავთ დედიკოებო, მამიკოებო, ბებიკოებო და ბაბუკოებო!!!!

Admin:

Admin:

teko: ძალიან ლამაზები და საყვარლები!!! გილოცავთ!!! ნამდვილად ფეხბედნიერი იყოს ყველა შემოდგომა ჩვენი პატარებისთვის. დიდი მადლობა მაია მასწავლებელს ! ჩვენი პატარებისთვის გაწეული ზრუნვის,ენერგიის და ასეთი სითბოსთვის! მადლობა ყველას...წარმატებებს გისურვებთ !!!

natia:



полная версия страницы