Ôîðóì » 3-4 წლიანი ჯგუფი » ძვირფასო მშობლებო » Îòâåòèòü

ძვირფასო მშობლებო

maia: გილოცავთ ჩვენს ფორუმში ჩართვას . დღეიდან საშუალება გვაქვს ყოველ დღე დავუკავშირდეთ ერთმანეთს . უკვე მესამე წელია ერთად ვართ, პატარა ბეღურები დაგვიფრთიანდნენ და რამოდენიმე თვეში სკოლაში გაგვიფრინდებიან. თქვენი დახმარებით უამრავი რამ შევისწავლეთ . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ მშობლებს, რომლებსაც არ ეზარებოდათ და ჩემს მიერ მოცემულ ყველა დავალებას ასრულებინებდნენ თავის პაწიას ,მისი შვილის ყველა ნამუშევარს აღფრთოვანებით უყურებდნენ და არა ისე ზოგიერთი ბავშვი რომ გულდაწყვეტილი მეუბნებოდა- არავის ეცალა ჩემთვის რომ შემესრულებინა დავალებაო ან კიდევ საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება ჩემს ნამუშევარზეო. ამჟამად ჩვენი მეცადინეობის თემა არის --გაზაფხული, დაკვირვება ბუნებაზე, ამინდზე; რა ხდება გაზაფხულზე როგორია გაზაფხული .ასევე ნასწავლი ბგერებიდან ვადგენთ მარცვლებს და მასზე ვიგონებთ სიტყვებს ეს მარცვლები თქვენ გამოუჭერით მიეცით ბავშვს და ის თამაშ- თამაშით ააწყობს სიტყვებს მათემატიკაში 10 რაოდენობითი და რიგობითი თვლა, უკუ თვლა ასევე ვიგონებთ ამოცანებს, კითხვას ბავშვი სვამს და შემდეგ პასუხობს. დროებით გემშვიდობებით! შემოდგომის ზეიმი

Îòâåòîâ - 34, ñòð: 1 2 3 All

Admin:

Admin: უკვე ასე ვკითხულობთ

Admin:


Admin:

Admin: გობელინი ციცო მასწავლებენთან ერთად

Admin:

Admin:

Admin:

Admin:

Admin: ვღებავთ კვერცხებს :)

Admin:

Admin: მრავალ აღდგომას დაესწარით!!! ქრისტე აღსდგა!!!

Qeti: პრეზენტაცია "ქართველი მხატვრები" ფიროსმანი ნიკალა დაიბადა გლეხის ოჯახში,მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია.თვითნასწავლი მხატვარი იყო. ნიკალამ თბილისში გახსნა სახელოსნო სადაც სარეკლამო აბრებს ხატავდა მაშინდელი სასადილოებისა და მაღაზიებისათვის, პორტრეტებს, ცხოველებს.თუმცა არავინ აღიარებდა მის დიდ ნიჭს, არ იყიდებოდა მისი ნახატები და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა კიბის ქვეშ, ერთ პატარა ფიცრულ ოთახში. მისი საფლავი უცნობია.მისი ნიჭი მხოლოდ მოგვიანებიტ დაფასდა დღეს -დღეობით მისი ნახატები ძალიან ძვირი ღირს. ლამაზი ამბავი ფიროსმნაის სიყვარულზე.... "აქტრისა მარგალიტა" - ბიჭო, ეს კაცი რა კაცია? – ეკითხებოდა სოფლელი ქალაქელს. - არ იცნობ? – ეგ კაცი მღებავია, ნიკო ფიროსმანიშვილი. - პურს მაგითა სჭამს? - ჰო. ადრე დუქანი ჰქონდა, რძით ვაჭრობდა. - მართლა? გაკოტრდა? - არა, ერთ ქალს გადაეყარა. - ეჰ, ქალს რომ ადამიანი გადაეკიდება… - თანაც ჩვენებური ქალი კი არ იყო. - აბა? - ფრანგი ყოფილა, თანაც მომღერალი. - მერე ამან თურმე აიღო და ორი ურემი ყვავილი გაუგზავნა იმ ქალსა. - რამდენი? - ორი ურემი. - სად იშოვა, კაცო…. - მაშინ ვაჭრობდა . - მერე იმ ქალმა რა უთხრა?… - მერე იმ ქალმა თავისი გული აჩუქა. - ვაჰ! - არა, მაინც… მერე ერთ მშვენიერ დღეს იმ ქალმა ფეხი დაჰკრა და ჩიტივით გაფრინდა. - ვა, გაფრინდა? - მაშ. -ამბობენ, ის ქალი ვიღაცა მდიდარს გაჰყვაო. ამან რომ ეს ამბავი გაიგო, პირველად არცა სჯეროდა. მერე ყველაფერს თავი მიანება, სოფელსაც, სამუშაოსაც, თავის გულის ბოღმას ეხლა ხატვაში ჰკლამს. ყვავილებიანი ურემი ასე აღიქვეს :))))))))) ქიზიყში სოფ. მირზაანში ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული. მირზაანში ყოველწლიურად ოქტომბრის თვეს ტარდება ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლების მონაწილეობით. ნიკო ფიროსმანი გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე - 1 ლარიანზე.

Qeti: არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! ლადო ასათიანი ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა, მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას. ძილგატეხილი და არეული ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე შეკრთება, ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს. ქართული ზეცა, ქართული ზვარი, მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა… ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა! 1939

Admin: მორიგი შემოქმედებითი წვის პროცესი მაია მასწავლებლის ჯგუფში :))))))



ïîëíàÿ âåðñèÿ ñòðàíèöû